საბავშვო წიგნი „წყალდიდობა ზოოპარკში“ გერმანულ ენაზე გამოიცემა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრთან წიგნის გამოცემის საკითხებზე გამომცემლობა Edition Orient თანამშრომლობდა.
ქართულენოვანი ტექსტის ავტორია თეა თოფურია, ხოლო წიგნი დაასურათა სონია ელიაშვილმა.
წიგნი ორენოვანია. გერმანულად ტექსტი ოთარ ყარალაშვილმა თარგმნა.