საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს ნიცაში გაიმართება
საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს ნიცაში გაიმართება

რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება.

საფრანგეთმა მასპინძლობის უფლება საბავშვო ევროვიზია 2022-ზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელზეც ქვეყანა Lissandro-მ სიმღერით Oh Maman! წარადგინა.

2022 წლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა.

საბავშვო ევროვიზია 2023-ის სლოგანი იქნება „გმირები“. კონკურსი კი Palais Nikaïa-ს დარბაზში გაიმართება.

საბავშვო ევროვიზია 2023-ზე მონაწილეობა ამ დროისთვის 11 ქვეყანას აქვს დადასტურებული.

11 ქვეყანას შორის საქართველოცაა. საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული წარადგენს.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო რეკორდსმენი ქვეყანაა გამარჯვებების მიხედვით. ჯამში, საქართველომ კონკურსზე სამი გამარჯვება მოიპოვა.