2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. კონკურსანტმა 200 ქულა მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა ყაზახეთის წარმომადგენელი ქარაქათ ბაშანოვა (Karakat Bashanova) – 152 ქულით; მესამეზე ესპანეთის მონაწილე სოლეა (Soleá) 133 ქულით; მეოთხე ადგილზე 132 ქულით გავიდა ნიდერლანდები – გჯუფი „იუნითი“ (Unity); მეხუთეზე ბელარუსი – არინა პეხტერევა (Arina Pehtereva) 130 ქულით; საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა; მეშვიდე ადგილზე გავიდა უკრაინა – ოლექსანდრ ბალაბანოვი (Oleksandr Balabanov) 106 ქულით; მერვე ადგილი 100 ქულით დაიკავა მალტას წარმომადგენელმა შანელ მონსინიორმა (Chanel Monseigneur); მეცხრე ადგილზე გავიდა პოლონეთის წარმომადგენელი ალა ტრაჩი (Ala Tracz) 90 ქულით; მეათე ადგილი დაიკავა რუსეთმა – სოფია ფესკოვამ (Sofia Feskova) 88 ქულით; მე-11 ადგილზე 85 ქულით გავიდა სერბეთის წარმომადგენელი პეტარ ანიშიჩი (Petar Aničić) და მე-12 ადგილი გერმანიის წარმომადგენელმა სუსანამ (Susan) დაიკავა, რომელმაც 66 ქულა მიიღო.
ქართველი კონკურსანტი სანდრა გადელია მე-7 ნომრად გამოვიდა. სანდრა გადელიამ გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა.
პანდემიის გამო, საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონკურსში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობდა.