საბა ბუაძე - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად მანდატების ახლა გაუქმებას
მანდატების გაუქმების დროსაც, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არის არათანმიმდევრული. ჯერ ოპოზიციას ეუბნებოდა, რომ არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, შემდეგ, თქვეს, დაუყოვნებლივ დავაკმაყოფილებთო, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მანდატების გაუქმებაზე მსჯელობა გაურკვეველი პრინციპებით ხდება. ამასთან, როგორც ბუაძე ამბობს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მანდატების გაუქმების პროცესი საკუთარი პოლიტიკური დივიდენდის მიღების სივრცედ აქციოს.
„ახლა ვხედავთ, რომ გაურკვეველი პრინციპით ხდება ამ მანდდატების გაუქმებაზე მსჯელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ამასაც კი არაკეთილსინდისიერად ეპყრობა და ცდილობს, მანდატების გაუქმების პროცესი აქციოს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდის მიღების სივრცედ. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს განხილვები ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ზუსტად ამიტომ, „ქართულ ოცნებაში“ მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ მანდატების ახლა გაუქმებას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.