საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა
უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც კომპანია „ჩაინა როუდ ენდ ბრიჯ კორპორეიშენი“ (China Road and Bridge Corporation) ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა.
დაშავებულ პირს ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია.
საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად კომპანია დაფარავს.
„ჩაინა როუდ ენდ ბრიჯ კორპორეიშენის“ წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.
მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.