საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ორი ახალი მოადგილე დანიშნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ორი ახალი მოადგილე დანიშნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ.

გიორგი წერეთელი ამ დრომდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

კობა გაბუნია შპს „ელიტა ბურჯი“-ს კომერციული დირექტორი იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თავმჯდომარის ახალ მოადგილეებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძეა.

მას ხუთი მოადგილე ჰყავს – ნუგზარ გასვიანი, ალექსანდრე თევდორაძე, ლევან კუპატაშვილი, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია.