საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

„ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა.

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია, ხოლო საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე გრძელდება გზის გაწმენდის სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთებზე მდინარის დონის დაწევისთანავე სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს სახიდე გადასასვლელი და მათი რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. მოძრაობის აღდგენამდე ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.

მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზის მე-15-16-18 და 25-ე კმ-ებზე, სადაც ოთხ ადგილას ჩამოწოლილი იყო მეწყერი. გზის მონაკვეთის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.