საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კობთან გვირაბის მშენებლობისას სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კობთან გვირაბის მშენებლობისას სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.

უწყების ცნობით, დაღუპული აღნიშნულ მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.