2021 წელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, 18 პროცენტით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 29 პროცენტით შემცირდა
2021 წელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, 18 პროცენტით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 29 პროცენტით შემცირდა

2020 წელს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი – მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2021 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნა სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახური“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების ინტენსიურობა/დარღვევების გამოვლენის სიხშირეც და რეაგირებაც. კერძოდ, სამსახურისთვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები:

2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18 პროცენტით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29 პროცენტით შემცირდა.​