2021 წელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, 18 პროცენტით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 29 პროცენტით შემცირდა
2020 წელს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი – მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2021 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნა სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახური“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების ინტენსიურობა/დარღვევების გამოვლენის სიხშირეც და რეაგირებაც. კერძოდ, სამსახურისთვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები:
2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18 პროცენტით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29 პროცენტით შემცირდა.