საარჩევნო სიების ფორმირებისას დეპუტატობის კანდიდატი, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს
საარჩევნო სიების ფორმირებისას დეპუტატობის კანდიდატი, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

საარჩევნო სიების ფორმირებისას დეპუტატობის კანდიდატი, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება.

ცვლილებების თანახმად, პარტიას უფლება ექნება, პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

პროექტით, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შესაძლებელია, მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატი იყოს. ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა დელეგატადაც იქნება წარდგენილი.

„პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შემდეგ რეგიონული პრინციპით დანერგილი წარმომადგენლების – მაჟორიტარების ინსტიტუტი აღარ იარსებებს. შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში არსებული განსხვავებული გარემო პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან, პარტიული სიების ფორმირებისას ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი განსაზღვრონ“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.