ირაკლი ზარქუა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა რომ გაიღვიძა და საარჩევნო სიების აღდგენა უნდა, ამის გამო კანონს ვერ შევცვლით
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა რომ გაიღვიძა და საარჩევნო სიების აღდგენა უნდა, ამის გამო კანონს ვერ შევცვლით

რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, სიები ჩახსნეს, ახლა აღდგენას იხვეწებიან და ამბობენ, პარლამენტში გვინდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი სურვილის გამო კანონს ვერ შეცვლიან და საარჩევნო სიებს ვერ აღადგენენ.

„რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჯერ შემოდიოდნენ, შემდეგ უარი თქვეს, შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტი უარყვეს და მერე აქეთ იხვეწებოდნენ, ხელს მოვაწერთო. შემდეგ სიები ჩახსნეს, ახლა აღდგენას იხვეწებიან და ამბობენ, პარლამენტში გვინდაო. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა აიღონ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა რომ გაიღვიძა და საარჩევნო სიების აღდგენა ისევ უნდა, ამის გამო კანონს ვერ შევცვლით. ეს მათი დაუგეგმავი პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ ასევე კომენტარი გააკეთა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილის გუშინდელ განცხადებაზეც, სადაც ის მოუწოდებს ოპოზიციას, დატოვონ მანდატები.

ირაკლი ზარქუას თქმით, ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა.

„რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, შალვა მერჩის, მწყევლის, მლანძღავს და ამას მისგან ლოცვად ვიღებ, მაგრამ თემა მარტივია – პარლამენტში რომ შემოდიოდა, კარგი იყო და ვინც ფანჩატურიდან პარლამენტში ვერ მოხვდა, ახლა ერთმანეთს ჩხუბი დაუწყეს. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. გუშინ ამბობდა, შევალთ და ჩამოვაქცევთო, რომ არ შემოვიდა, ახლა გამოდითო და პარლამენტმა აზრი დაკარგაო. ოპოზიცია ასეთი ღირებულების რომ არის, ამიტომ ყოველთვის ოპოზიციაში იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.