საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ან ვიდეოგადაღებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდება
საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ან ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის დონეზე ახალი შეზღუდვები დაწესდება.
შესაბამისი ცვლილებები გათვალისწინებულია „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელზეც ამ წუთებში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსჯელობენ.
სამუშაო ჯგუფს დღეს წარედგინა პირველადი ვერსია, რომლის ცვლილებასაც მხარეები არ გამორიცხავენ. ცვლილებების მიხედვით, არჩევნების დროს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ან ვიდეოგადაღება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.