სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სხდომა 10 აპრილს ჩაინიშნა
მასხიობ გიორგი გიორგანაშვილის ( „ბახალა”) საქმეზე, მეორე ინსტანციაში პირველი სხდომა 10 აპრილს გაიმართება. პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული.
ადვოკატი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
არსებითი განხილვა წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. ე.წ სუბოტექსის ქონას მსახიობი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას სამართალდამცავებმა ჩაუდეს.