სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სხდომა 10 აპრილს ჩაინიშნა
სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე  სხდომა 10 აპრილს ჩაინიშნა

მასხიობ გიორგი გიორგანაშვილის ( „ბახალა”) საქმეზე, მეორე ინსტანციაში პირველი სხდომა 10 აპრილს გაიმართება. პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის  მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

არსებითი განხილვა წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. ე.წ სუბოტექსის ქონას მსახიობი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას სამართალდამცავებმა ჩაუდეს.