საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება
დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
“ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.