საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 27-30 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
თბილისში საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 27-30 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება.
ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.
სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.