საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 27-30 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 27-30 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

თბილისში საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 27-30 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება.

ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.

სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.