საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტის წლევანდელი კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული. გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.
„თითქმის ოთხსაათიან კონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილებას, მათ შორისაა ამერიკული ბენდი New York Voices, ასევე, ქართველი შემსრულებლები – ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, შვიდკაცა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი მახარაშვილი და ა.შ.
ღონისძიების მთავარი ღერძი იქნება ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.