საახალწლო დღეებში ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო დახმარების ცენტრში 108, ხოლო პიროტექნიკით დაზიანებისთვის 51 გამოძახება დაფიქსირდა
საახალწლო დღეებში საქართველოს მასშტაბით, ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 108 გამოძახება დაფიქსირდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 44 შემთხვევაში გახდა საჭირო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ალკოჰოლით მოწამვლაზე 55 გამოძახება თბილისიდან შევიდა, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.
რაც შეეხება პიროტექნიკით დაზიანებას, იგივე პერიოდში – 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის პირველ იანვარს, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებული იქნა 36 ადამიანი.
აღნიშნული შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია -27. რეგიონები- 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – ცხრა.