სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ოქტომბრის სასახლის შტურმით აღების მცდელობა ელჩებმა დაგმეს
სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ოქტომბრის სასახლის შტურმით აღების მცდელობა ელჩებმა დაგმეს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ოქტომბრის სასახლის შტურმით აღების მცდელობა უცხოელმა დიპლომატებმა დაგმეს.

როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინაში კანადის ელჩი რომან ვაშუკი წერს, შენობის დაკავება „მშვიდობიანი პროტესტის უფლების ბოროტად გამოყენებაა“. ამ განცხადებას მხარი დაუჭირა უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფმაც.

 

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მხარდამჭერებთან ერთად ოქტომბრის სასახლის შენობაში შეჭრა დღეს სცადა. სააკაშვილის მომხრეების ნაწილმა შენობაში შესვლა მოახერხა.

პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი აირი. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად რადას შენობის წინ გაშლილი კარვების ქალაქისკენ გადაინაცვლა.