სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით ზუგდიდში 500-ზე მეტ ბინას შეისყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.
„საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 18 თვის ვადაში, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.
ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, სააგენტოს ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო.
საკონკურსო წინადადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში შემდეგ მისამართებზე უნდა წარადგინონ“, – აცხადებენ სააგენტოში.