სააგენტო "ანადოლუ" - თურქეთის არმიამ 649 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი გაანეიტრალა
სააგენტო "ანადოლუ" - თურქეთის არმიამ 649 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი გაანეიტრალა

სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქეთის არმიამ 649 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი გაანეიტრალა,- ინფორმაციას სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 33 მებრძოლი მოკლეს და სამი სამიზნე ობიექტი გაანადგურეს.

თურქეთს სამხედრო უწყებაში ამბობენ, რომ სამხედრო ოპერაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას.

სირიული სააგენტო „სანას“ ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან აფრინში თურქეთის საჰაერო ძალების იერიშებს 86 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 198-მა კი დაშავდა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და სამოქალაქო მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ზონებში ტერორისტული საფრთხის განეიტრალებაა.