სააგენტო „ანადლოუ“ - თურქეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს პროქურთული პარტიის დაშლის მოთხოვნით მიმართა
სააგენტო „ანადლოუ“ - თურქეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს პროქურთული პარტიის დაშლის მოთხოვნით მიმართა

თურქეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს პროქურთული პარტიის დაშლის მოთხოვნით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ქმედებები და განცხადებები მიმართულია საზოგადოების და სახელმწიფოს გახლეჩისკენ.

თურქეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თავის მიზნებს მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით უნდა მიაღწიონ და კონსტიტუციას ემორჩილებოდნენ.

შეგახსნებთ, რომ პროქურთული პარტიის თანათავმჯდომარე სალაჰეთინ დემირტაშისა და ფიგენ იუკსეკდაგის წინააღმდეგ 2017 წელს ტერორიზმის პროპაგანდის მუხლით საქმე აღიძრა. თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ „სახალხო დემოკრატიული პარტია“ კვლავ ინარჩუნებს კავშირებს თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან.