იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ორ კანდიდატს გაესაუბრნენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ორ კანდიდატს გაესაუბრნენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ორ კანდიდატს გაესაუბრნენ.

საბჭოში დღეს ნინო ქადაგიძესა და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინეს. ნინო ქადაგიძე ერთ-ერთია, ვინც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციან სიაში იყო. რაც შეეხება ლაშა ქოჩიაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ბრძანდებოდნენ ქალბატონი დოლიძე და ჯანეზაშვილი ამას არ შეუშლია ხელი ჩვენთვის რომ გამოგვეკვლია კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. მათ შორის, ის ნაწილიც დაისვა, რასაც ისინი უსვამენ კანდიდატებს. საბჭო იგივე რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და გვეყოლება ორი კანდიდატი, პროცესი სავარაუდოდ 15 აგვისტოს დასრულდება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.