Ryanair-ის წარმომადგენლები თბილისში მოლაპარაკებებს მართავენ 
Ryanair-ის წარმომადგენლები თბილისში მოლაპარაკებებს მართავენ 

თბილისში მიმდინარე საავიაციო ფორუმს – „CONNECT 2018“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair-ის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი ღონისძიების მონაწილეებთან მოლაპარაკებებს სასტუმრო „ბილტმორში“ მართავენ.

პირველ არხთან საუბარში Ryanair-ის წარმომადგენელმა, კევინ ლემერსმა აღნიშნა, რომ კომპანიას დღეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. დამატებითი კომენტარისგან მან თავი შეიკავა.

ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, გეგმავს თუ არა Ryanair-ი ქართულ ბაზარზე შემოსვლას. ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე წელია მართავს.