ICAO ბელარუსის ხელისუფლების მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს
ICAO ბელარუსის ხელისუფლების მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ბელარუსის ხელისუფლების მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომენიკ რააბი და ირლანდიის ტრანსპორტის მინისტრი.

როგორც „როიტერი“ იუწყება, რუსეთმა და ჩინეთმა უარი თქვეს გამოძიებაში ჩართვაზე.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოძიების პირველი შედეგები 25 ივნისს უნდა გახდეს ცნობილი.

ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, 23 მაისს იძულებით დაეშვა მინსკში, სადაც პოლიციამ ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი თანმხლები სოფია საპეგა დააკავა.

მომხდარს დასავლეთმა „სახელმწიფოს მხარდაჭერილი მეკობრეობა“ უწოდა. ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ევროპულ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, არ იფრინონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში და ბელარუსის სახელმწიფო ავიახაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენას აუკრძალავენ.

ბელარუსის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო.

დატოვე კომენტარი