რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სამი რაიონი დაბომბეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 14 ადამიანი
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სამი რაიონი დაბომბეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 14 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სამი რაიონი დაბომბეს.

მედიის ცნობით, დაიბომბა ბერისლავის, ნიკოლსკისა და კახოვკის რაიონები.

გავრცელებული ცნობით, შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, კერძოდ, ანტონოვკაში მცხოვრები ქალი, 14 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთაგან უმეტესობა 50-დან 72 წლამდე ასაკის პირია.