რუსული ტელეკომპანია „ენტევეს“ წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა
რუსული ტელეკომპანია „ენტევეს“ წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა

რუსული ტელეკომპანია „ენტევეს“ წამყვანი ლილია გილდეევა სამსახურიდან წავიდა. როგორც თავად ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხთან Varlamov News-თან განაცხადა, ის საზღვარგარეთ წავიდა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება იქიდან დაწერა.

„მეშინოდა, რომ უბრალოდ არ გამიშვებდნენ“, – განაცხადა გილდეევამ.

გილდეევა გადაცემა „სეგოდნიას“ წამყვანი იყო. ის ტელეკომპანია „ენტევეში“ 16 წელი მუშაობდა.