რასისტული გამონათქვამის გამო NBC-მ ტელეწამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა
რასისტული გამონათქვამის გამო NBC-მ ტელეწამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი მეგინ კელი რასისტული გამონათქვამის გამო ტელეკომპანია NBC-დან დაითხოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, წამყვანმა გადაცემა Today Show -ში საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ჰელოუინის დღესასწაულზე სახის შავად შეღებვას რასისტულად არ მიიჩნევს.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა და კოლეგების მხრიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ, მეგინ კელიმ ეთერში მაყურებელს ბოდიში მოუხადა. არხის მენეჯმენტმა კი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მეგინ კელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანია. მას NBC-სთან 69 მილიონი დოლარის ღირებულების სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა დადებული. ახლა ტელეკომპანიას ტელეწამყვანისთვის ამ თანხის გადახდა მოუწევს.