„რუსული მოხალისეთა კორპუსი“ აცხადებს, რომ რუსეთის საზღვართან მორიგი თავდასხმა მოაწყვეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციას უარყოფენ
„რუსული მოხალისეთა კორპუსი“ აცხადებს, რომ რუსეთის საზღვართან მორიგი თავდასხმა მოაწყვეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციას უარყოფენ.
როგორც რუსული მედია წერს, შეტაკებები მიმდინარეობს ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში. უკრაინის მხარეზე მებრძოლი „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ კი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ამტკიცებს, რომ მათი მებრძოლები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე იმყოფებიან და უახლოეს ხანში შებეკინოში იქნებიან.
რუსული ტელეგრამარხები ავრცელებენ ცნობას, რომ პირველ ივნისს ღამეს ქალაქ შებეკინოს ინტენსიურად უხსნიდნენ ცეცხლს.
რუსული სახელმწიფო მედია წერს, რომ შებეკინოსთან „სროლის ხმა ისმის“. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის მხრიდან მებრძოლების შეჭრის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.