რუსული მხარის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში კოსტიანტინივკის დასახლება აიღეს, ასევე დაბომბეს კრივოი როგი, არიან დაშავებულები
რუსული მხარის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში კოსტიანტინივკის დასახლება აიღეს, ასევე დაბომბეს კრივოი როგი, არიან დაშავებულები

რუსული მხარის ინფორმაციით, მათ დონეცკის რეგიონში კოსტიანტინივკის დასახლება აიღეს.

მათივე ცნობით, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება პოკროვსკიდან 47 კილომეტრითაა დაშორებული და თანდათან უახლოვდებიან მას.

რუსულმა ძალებმა ასევე დაბომბეს კრივოი როგი. დაშავებულია ცხრა ადამიანი და დაზიანებულია 230-ზე მეტი ავტომობილი.