რუსული მხარის ცნობით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაშავებულია 143 ადამიანი, მათგან 79 ჰოსპიტალზიაბულია, მათ შორის ოთხი ბავშვი.
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია 6 აგვისტოდან მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ამ დროისთვის 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.