რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინის და ემანუელ მაკრონის საუბრის მთავარი თემა უკრაინა იყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრეს.