რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე საჯარო შეხვედრა გააუქმა. დღეს პუტინს კრემლში სამოქალაქო მიკროელექტრონიკის საკითხზე შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
მათივე ინფორმაციით, პუტინი ერთ-ერთ ფორუმში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პუტინმა სოჭში დაგეგმილი მივლინება გადადო. კრემლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ავად არის.
„პრეზიდენტი გაცივდა. არაფერი სერიოზული. დღევანდელი შეხვედრა გადადებულია. პრეზიდენტი აგრძელებს მუშაობას“, – განცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.