რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times-ი რუსეთის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსული მედია იუწყება, მისი დაკავების მიზეზი ამბოხის დროს პრიგოჟინის მხარდაჭერა იყო.

მანამდე „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შესახებ.

ასევე, მედიის ინფორმაციით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ, შესაძლოა, ​პრიგოჟინს სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილედ გენერალი სერგეი სუროვიკინი მიმდინარე წლის იანვარში დანიშნა.