რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს შეატყობინა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სრულად გათავისუფლებულია
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეატყობინა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სრულად გათავისუფლებულია, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დღეს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინს მოახსენა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების შესახებ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეიარაღებულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ ლისიჩანსკში განთავსებული უკრაინელი სამხედროები.