რუსული მედიის ინფორმაციით, პეტერბურგში, „ვაგნერ ცენტრის“ ოფისში ძალოვანები შევიდნენ
რუსული მედიის ინფორმაციით, პეტერბურგში, „ვაგნერ ცენტრის“ ოფისში ძალოვანები შევიდნენ

პეტერბურგში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ ცენტრის“ ოფისში ძალოვანები შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სავარაუდოდ, შენობაში ჩხრეკა ტარდება. გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ ცენტრის“ შენობასთან „როსგვარდიისა“ და განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის (ომონის) ავტობუსები დგას. შენობასთან კი რუსეთის შსს-ს შეიარაღებული თანამშრომლები იმყოფებიან.

გუშინ „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იწყებს სამართლიანობის მარშს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.