რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება 39 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდა
„გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება 39 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „გაზპრომის“ წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. გადატუმბვა გაზის საზომ სადგურ „სუნჯას“ გავლით ხდება. 25 თებერვალს გადატუმბვის მოცულობამ 38 მლნ კუბური მეტრი შეადგინა.
მედიის ცნობით, 2022 წლის მაისში უკრაინამ უარი თქვა გაზის გადატუმბვაზე „სოხრანოვკას“ სადგურის გავლით, რომელიც კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მანამდე აღნიშნული სადგურით რუსეთის მხრიდან ევროპაში გაზის მიწოდების მესამედი მოდიოდა.
მედია წერს, რომ 2022 წელს „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპას, საშუალოდ, ყოველდღიურად 41-42 მილიონი კუბური მეტრი მიაწოდა. 4 იანვარს „გაზპრომმა“ მკვეთრად შეამცირა ამ მარშრუტით გაზის მიწოდების მოცულობა, ხოლო გადატუმბვა პირველად პირველ თებერვალს გაიზარდა. 22 თებერვალს „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის მიწოდება გასული წლის დონემდე აღადგინა.