რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ომში ჩართული რუსული სამხედრო ძალების ახალი მეთაური აცხადებს, რომ ხერსონში რთული ვითარებაა და მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს
უკრაინაში მყოფი რუსული საოკუპაციო ჯარების ახალი სარდალი, სერგეი სუროვიკინი აცხადებს, რომ ხერსონში რთული ვითარებაა და მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.
რუსი გენერალი ამბობს, რომ უკრაინის არმია ქალაქს „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემებით ბომბავს, მაგრამ რუსული არმია მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას უზრუნველყოფს.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინელთა დაბომბვების შედეგად, ანტონოვსკის ხიდი დაზიანდა, რის გამო ძირითად მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია და მომარაგებას პრობლემები ექმნება.
სუროვიკინის განცხადებით, უკრაინელები მუდმივ შეტევებს იწყებენ ფართო ფრონტზე – აღმოსავლეთით კუპიანსკის, ლიმანის რაიონებში და სამხრეთით, მიკოლაივის, კრივოი-როგის ფრონტზე.
სერგეი სუროვიკინის განცხადება ემთხვევა ადგილობრივ სეპარატისტ ლიდერ კირილ სტრემოუსოვის განცხადებას, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის არმია ქალაქზე შეტევას დაიწყებს.
ხერსონი იყო პირველი დიდი ქალაქი, რომელიც რუსებმა თებერვალში აიღეს.