რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სპეცრაზმმა დაღესტნის ქალაქებში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სამი მებრძოლი დააკავა
რუსეთის სპეცრაზმმა დაღესტნის ქალაქებში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სამი მებრძოლი დააკავა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია ტერორისტები მახაჩყალისა და კასპიისკის საცხოვრებელ რაიონებში. მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ადგილებში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორსიტული კომიტეტის ინფორმაციით, ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირების აღმოჩენის ზონაში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი შემოიღო. მიმდებარე სახლებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის მახაჩყალასა და კასპიისკის საცხოვრებელ რაიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი მოხსნილია.