რუსული მედია - სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებული არიან
რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია.
როსული მედია „როსგვარდიაზე“ დაყრდნობით წერს, რომ შტურმის დროს ოთხივე პატიმარი მოკლულია. მათივე ინფორმაციით, პატიმრების განეიტრალება სნაიპერებმა მოახერხეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა კოლონიის შტურმი დაიწყეს.
ოთხმა პატიმარმა მძევლად აიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. ტელეგრამარხების ცნობით, შტურმი ნახევარ საათს გაგრძელდა.
მანამდე პატიმრებმა, რომლებმაც კოლონიაში მძევლები აიყვანეს, განაცხადეს, რომ „დაკავშირებულები არიან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და აპირებენ, შური იძიონ მუსლიმი ძმების გამო, რომლებიც „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის საქმის ფარგლებში დააკავეს“.