რუსული მედია - ნატო-ს ავიაგამანადგურებლები რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადნენ
რუსული მედიის ცნობით, ნატო-ს ავიაგამანადგურებლები რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადნენ.
როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, ინციდენტი ბალტიის ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მოხდა. მათივე ცნობით, ნატოს გამანადგურებელ „ეფ-18“-ს სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოებაში ხელი რუსულმა „სუ-27“-ებმა შეუშალეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, შოიგუ კალინინგრადიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა. მის თვითმფრინავს თან ორი „სუ-27“ ახლდა.