რუსული მედია - კურსკში ათამდე აფეთქების ხმა იყო, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა
რუსული მედია - კურსკში ათამდე აფეთქების ხმა იყო, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა

კურსკში ათამდე აფეთქების ხმა იყო. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, აქტიურად მუშაობს რუსეთის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემა.

სააგენტოს ცნობით, აფეთქებამდე ქალაქში ასევე ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა.

მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც კურსკში აქტიურად გრძელდება უკრაინელების მხრიდან იერიში. როგორც რუსეთში აცხადებენ, ამ დროისთვის საზღვრისპირა რაიონებიდან 76 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.