რუსული მედია კურსკის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს აფეთქების, ხანძრისა და მეორეული დეტონაციის შესახებ იტყობინება
რუსული მედია კურსკის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს აფეთქების, ხანძრისა და მეორადი დეტონაციის შესახებ იტყობინება. რუსული „ტელეგრამ-არხების“ ცნობით, აფეთქება კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა.
ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ჩამოვარდა საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული უკრაინული მართვადი ბომბი, ასევე იუწყებიან ახალი აფეთქებების შესახებ, ანუ დარტყმის ადგილის მიმდებარედ მეორეულ დეტონაციაზე. ტ„ელეგრამ-არხები“ აქვეყნებენ ხანძრის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. როგორც ამტკიცებენ, ხანძარი ქალაქ კურჩატოვოს და ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს გაჩნდა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს „როსენერგოატომის“ პრესსამსახურის შეტყობინება, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მომხდარი გარკვეული საგანგებო შემთხვევის შემდეგ სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ცნობისთვის, კურჩატოვო მდებარეობს დაახლოებით 40 კმ-ში იმ ზონიდან კურსკის ოლქში, სადაც უკრაინის არმია ატარებს სამხედრო ოპერაციას, ხოლო ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქის გარეუბნიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით.