რუსული მედია - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოულოდნელად მოითხოვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა
რუსული მედია - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოულოდნელად მოითხოვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოულოდნელად მოითხოვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს. ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სოჭში ვიზიტის დროს სავარაუდოდ ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრებენ.

„კომერსანტის“ ცნობით, ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებები სავარაუდოდ იაპონიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შედგება. ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიბიაკოვმა დაადასტურა.

მანამდე ვაშინგტონში უარს ამბობდნენ ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე, ვიდრე რუსეთი უკრაინას ქერჩის სრუტეში დაკავებულ ხომალდებს და მეზღვაურებს არ დაუბრუნებდა.