რუსული მედია - ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მოსკოვში შეკრებილი დემონსტრანტების მასობრივი დაკავება დაიწყო
რუსული მედიის ცნობით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მოსკოვში შეკრებილი დემონსტრანტების მასობრივი დაკავება დაიწყო.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, პუშკინის მოედანზე უკვე დაკავებულია 20 ადამიანი. პოლიციელებს მიჰყავთ ყველა, ვისაც ხელში პლაკატი უჭირავს.
მიტინგის ორგანიზატორების ცნობით, აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიციამ აქტივისტების დაკავება მანამდე დაიწყო.
შეგახსენებთ, რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქშია დაგეგმილი.