რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან პოზიციებს 10 მაისს ჩეჩნური სპეცრაზმის მებრძოლებს გადასცემს
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან პოზიციებს 10 მაისს ჩეჩნურ სპეცრაზმ „ახმატის“ მებრძოლებს გადასცემს.
პრიგოჟინის თქით, პოზიციების გადაცემა 10 მაისს ღამის 00:00 საათზე მოხდება, როდესაც „ვაგნერის“ მებრძოლები სრულად ამოწურავენ საბრძოლო პოტენციალს.
მანამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი დაიმუქრა, რომ გაიყვანს მებრძოლებს ბახმუტიდან, რადგანაც მათ საბრძოლო მასალა არ ჰყოფნით. საპასუხოდ ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „ვაგნერელების“ ჩანაცვლება „ახმატის“ მებრძოლებს შეუძლიათ.
ქალაქი ბახმუტი ამ დრომდე წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე ცხელ წერტილს. ქალაქის დასაკავებლად ბრძოლა უკვე ცხრა თვეა, გრძელდება.