რუსული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი პოდგორიცას აეროპორტში ავარიულად დაეშვა
რუსული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი პოდგორიცას აეროპორტში ავარიულად დაეშვა

რუსული ავიაკომპანიის სამგზავრო ლაინერი პოდგორიცას აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.

ლაინერი კომპანია S7-ს ეკუთვნის. როგორც ცნობილი ხდება, თვითმფრინავს აფრენისთანავე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. ლაინერს ფრთის მექანიზაციამ უმტყუნა. ამის გამო ის მონტენეგროს ქალაქ ტივატში ვერ დაჯდა.

როგორც ბორტზე მყოფები ყვებიან, მგზავრებს შორის  პანიკა დაიწყო. თვითმფრინავმა დაგეგმილზე საათნახევრით მეტი იფრინა, რის შემდეგაც პილოტმა ​პოდგორიცას აეროპორტში ავარიული დაშვება გადაწყვიტა. მგზავრები გააფრთხილეს, რომ დაჯდომის დროს სამ ძლიერ დარტყმას იგრძნობდნენ.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ავარიული დაშვების დროს არავინ დაშავებულა. მგზავრები ავტობუსით ქალაქ ტივატში გადაიყვანეს ​.