რუსულ გამანადგურებელსა და ევროკავშირის სასაზღვრო მისიის პოლონურ თვითმფრინავს შორის შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნატო-მ საჰაერო პოლიციის დანაყოფების მზადყოფნა გააძლიერა
რუსულ გამანადგურებელსა და ევროკავშირის სასაზღვრო მისიის პოლონურ თვითმფრინავს შორის შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნატო-მ საჰაერო პოლიციის დანაყოფების მზადყოფნა გააძლიერა

რუსულ გამანადგურებელსა და ევროკავშირის სასაზღვრო მისიის პოლონურ თვითმფრინავს შორის შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ნატო-მ საჰაერო პოლიციის დანაყოფების მზადყოფნა გააძლიერა.

როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადეს, ნატო-მ გააძლიერა საჰაერო პოლიციის დანაყოფების მზადყოფნა შავი ზღვის თავზე, რუმინეთთან „ფრონტექსის“ მისიის პოლონური თვითმფრინავის სიახლოვეს რუსული სამხედრო თვითმფრინავის საშიში მანევრების საპასუხოდ.

ნატო-ს წარმომადგენლის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყურადღებით რჩება.

რუმინეთისა და პოლონეთის მთავრობების ცნობით, გასულ პარასკევს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც შავი ზღვის თავზე „ფრონტექსის“ გეგმურ საპატრულო მისიას ახორციელებდა, რუსულ „სუ-25“-თან შეჯახებას გადაურჩა. ამის მიზეზი პოლონური თვითმფრინავის სიახლოვეს რუსული ავიაგამანადგურებლის „აგრესიული და საშიში მანევრები“ გახდა. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ინციდენტმა ტურბულენტობა გამოიწვია, რის შედეგადაც პოლონური თვითმფრინავის ეკიპაჟმა საფრენ აპარატზე კონტროლი დაკარგა.